საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს აკადემიური და სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი "ვივამედი’’, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა "გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის’’ მედპერსონალი.
- ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
- მისამართი: სენაკი, ვაჰანიას ქ. N 1; საოჯახო მედიცინის ცენტრი ‘’მკურნალი’’.
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.
