ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 63 მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერები და პრინტერები შეისყიდა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 63 მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერები და პრინტერები შეისყიდა
14:49 28.06.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "იუ-ჯი-თი"-სთან ხელშეკრულება გააფორმა.

კომპიუტერებისა და პრინტერების შესყიდვა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
ბეჭდვა