საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა
12:08 28.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთხუთმეტე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 924 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 785 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2819 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 230 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა