საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა კოსტავას ქუჩაზე, მერიის ინიციატივით მოწყობილ იაფ სავაჭრო ობიექტს ესტუმრნენ.
სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ობიექტებზე აუცილებელია კახეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა, რადგან სტიქიით დაზარალებულ რეგიონს ამგვარად პროდუქციის რეალიზაციაში ხელი შეეწყოს.
მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ დღესვე, თბილისელებთან ერთად ტურისტული ავტობუსით ქალაქის ცენტრში ახალაშენებული იყალთოს მთის გვირაბი დაათვალიერეს.
