გიორგი გახარია: აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა
გიორგი გახარია: აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა
14:20 26.06.2020
დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიაღწიე.

"დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებების მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბეჭდვა