მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია
მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია
11:40 26.06.2020
"დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ორივეს წყარო ცნობილია. ისინი დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფები არიან", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 919-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი ხოლო გარდაცვლილია 14 პირი.
ბეჭდვა