ახალგაზრდობის ცენტრში ლადო ასათიანის შემოქმედების განხილვა გაიმართება
ახალგაზრდობის ცენტრში ლადო ასათიანის შემოქმედების განხილვა გაიმართება
13:21 09.09.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თქმით, მომავალ კვირაში ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების  ცენტრში, ლადო ასათიანის შემოქმედების განხილვა და დისკუსია გაიმართება.

როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა, ახალგაზრდულ ცენტრში დისკუსია დღესაც გაიმართება, თუმცა, თავად დასწრებას ვერ შეძლებს, რადგან დღეს 500-მდე ჩვილი უნდა მოინათლოს.

როგორც მან განმარტა, ახალგაზრდულ ცენტრს მამა პეტრე კვარაცხელია უხელმძღვანელებს და ლიტერატურასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ მასთან ერთად განიხილება.

უწმინდესმა დღესვე დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი და დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.


ბეჭდვა