საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა
13:42 24.06.2020
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".



კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ითვალისწინებს, კერძოდ: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვრება 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2 ის ნაცვლად - სამით.



ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად, განისაზღვრება 5-ით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი - 2021 წლის 1 იანვრამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება, შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


ბეჭდვა