ქუთაისში მომხდარ ავარიაში ორი ადამიანი დაშავდა
11:49 23.06.2020
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურზე გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება.