რუსთავში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
09:56 23.06.2020
"საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით სომეხი 84 წლის ქალი, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა, კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შემოიყვანეს. მანამდე კორონავირუსი პაციენტის ქმარს გამოუვლინდა. ამ დროისთვის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

ქვეყანაში დადასტურებულია 908 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 761 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ბეჭდვა