შსს-მ 2020 წლის I კვარტალში თანამშრომლების მივლინებებისთვის 616 128 ლარი დახარჯა
შსს-მ 2020 წლის I კვარტალში თანამშრომლების მივლინებებისთვის 616 128 ლარი დახარჯა
12:46 22.06.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის I კვარტალში თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე მივლინებებისთვის 616 128 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია newspress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

მოპოვებულ მონაცემებში ნათქვამია, რომ მოცემულ პერიოდში 23 017.49 ლარი თანამდებობის პირების მივლინებებისთვის დაიხარჯა, ხოლო 593 111.28 ლარი უწყების სხვა თანამშრომლებისთვის. მივლინებები განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ცნობისთვის, შსს-ს სამივლინებო ხარჯებმა 2019 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე 367 771.40 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა თანამშრომლებზე 3 140,804.78 ლარი.

ბეჭდვა