გუშინ საღამოს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე, რომელთაგან ერთი მსხვერპლით
დასრულდა. მანქანა ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ორივე შემთხვევაში გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
