საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ლატვიის ნაკრები დაამარცხა და ამით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ
ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დრამატულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 73-70 დაამარცხეს.
მორიგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავენ.
