ხვალიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება
ხვალიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება
18:52 19.06.2020
20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი შემდეგი მუზეუმები გიმასპინძლებენ:

 თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი
 დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
 ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი
 ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
 მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი
 ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი

მუზეუმში სტუმრობამდე გაეცანით შესაბამის რეგულაციებს:
• დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
• მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
• ღია სივრცეებში დაიცავით სოციალური დისტანცია;
• გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ აღემატება 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ დაცული უნდა იყოს მათ შორის სოციალური დისტანცია;
• მუზეუმის მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს განახლებული დროით უმასპინძლებს. მუზეუმი ღია იქნება ყოველდღე, ორშაბათის გარდა
10:00-დან 21:00 საათამდე.

*18:00 საათიდან ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის იქნება 1 ლარი. მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი - 0.50 ლარი.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 20:30 საათზე.


ბეჭდვა