მარინა ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი შემოტანილი
მარინა ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი შემოტანილი
11:12 19.06.2020

"2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილია.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 895 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 741 გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა - 14.

კარანტინის რეჟიმში 2858 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264.

 

ბეჭდვა