საკრებულოს დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ ღვაწლმოსილ მოქალაქეს 80 წლის იუბილე მიულოცა
საკრებულოს დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ ღვაწლმოსილ მოქალაქეს 80 წლის იუბილე მიულოცა
18:16 18.06.2020
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ ღვაწლმოსილ მოქალაქეს ესტუმრა და 80 წლის იუბილე მიულოცა.

"დღეს, ჩემს სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ქალბატონს, ლილი ფანჩულიძეს ვესტუმრეთ და 80 წლის იუბილე მივულოცეთ, რომელიც უკვე 37 წელია ქართულ ბიბლიოთეკას ერთგულად ემსახურება.

ქალბატონ ლილის ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას."- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბეჭდვა