თბილისში საპატრულო პოლიციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
თბილისში საპატრულო პოლიციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
12:02 18.06.2020
თბილისში იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ბეჭდვა