საქართველოში 2019 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით 377 - მა ადამიანმა დაასრულა
საქართველოში 2019 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით 377 - მა ადამიანმა დაასრულა
09:32 18.06.2020

საქართველოს მასშტაბით, 2019 წელს 377 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სტატისტიკური

მონაცემები newspress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, სუიციდის ყველაზე მეტი - 88 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

საქართველოს რეგიონების მიხედვით სუიციდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 43 შემთხვევა სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 16 შემთხვევა მცხეთა-მთიანეთში.

როგორც მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სუიციდის ჩამდენთა ასაკი 12-დან 93-წლამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე ხშირად თვითმკვლელები 12-დან 30-წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

ასევე, 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 494 სუიციდის მცდელობა აღირიცხა.

 

მონაცემები, რომელიც შსს-მ newspress.ge-ს  მიაწოდა დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ბეჭდვა