მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
11:22 17.06.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 2 დაავადებულთან კონტაქტს მიეკუთვნება, 6 საკარანტინო სივრცეს, ხოლო ერთი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
" "9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 6 საკარანტინო სივრციდან ყველა შემოტანილი შემთხვევა და ამ 6-დან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბეჭდვა