გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა
11:18 17.06.2020
გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბეჭდვა