საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანთან,
ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
