„მზიურის“ რეკონსტრუქციით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 13 ივნისის სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დაასრულა
„მზიურის“ რეკონსტრუქციით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 13 ივნისის სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დაასრულა
11:34 13.06.2020
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კომპლექსური პროექტი.

9 კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

2017 წელს დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდა პროექტის პირველი და ყველაზე სასწრაფოდ განსახორციელებელი ფაზა, რომელიც მოიცავდა წყნეთი-სამადლოს, წყნეთი-ახალდაბის და წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციას. რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 კმ გზები და ტერიტორია. ამავე მონაკვეთის მეწყერ საშიშ ზონებში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა.


ბეჭდვა