პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰექტორ ტიმერმანთან ერთად, ოზურგეთში მუსიკალურ სპექტაკლ
„ვერის უბნის მელოდიებს“ დაესწრო.
როგორც პრეზიდენტმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ოზურგეთის ძველ თეატრში ფრანგი რეჟისორის დადგმული ქართული სპექტაკლი უზარმაზარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნახა.
„ეს ყველაფერი კი გურიის ცენტრში ხდება. ახლა ამ თეატრის აღდგენას ვიწყებთ. საქართველოში ყველაფერმა წინ უნდა წაიწიოს. კულტურის სფეროში რამდენიმე წლის წინ მსგავს რამეზე მე პირადად, ოცნებაც არ შემეძლო. ადრე ყველაფერი მხოლოდ ერთი მუჭა ხალხისთვის იყო ხელმისაწვდომი. ახლა ეს მთელ საქართველოს გადაედება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მთელი საქართველო უნდა განვითარდეს და განვითარების სიკეთე საქართველოში ყველა ოჯახმა უნდა იგრძნოს.
