საქართველოში COVID 19-ით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში COVID 19-ით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა
10:58 12.06.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 837 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3213 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 303 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა