არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას უნდობლობას უცხადებს.
კოალიციაში აცხადებენ, რომ NDI-ის გამოკითხვის მეთოდიკა, სივრცე, საველე სამუშაოები და რესპოდენტების შერჩევის პრინციპი გაურკვეველი და საეჭვოა.
„ჩვენი უფლებებისთვის“ განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან, ბოლო პერიოდში, ოპოზიციური პარტიებისა და განსხახვებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ, განხორციელებული ძალადობის და ანგარიშსწორების ფონზე, საერთოდ გაუგებარია მოსახლეობაში როგორ შეიძლება გაზრდილიყო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებელი, ოპოზიციისა კი - შემცირებულიყო.
„როდესაც კველევის რეიტინგში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერ 37%-ს, „ქართულ ოცნებას“ კი, სამჯერ ნაკლებს, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“, “თავისუფალი საქართველო-კახა კუკავას“ საერთოდ არცერთ პროცეტნს, ეს მაჩვენებელი ყოველგვარ რეალობას სცდება და იქმნება შთაბეჭდილება,რომ NDI თავის კვლევებში სუბიექტური მიდგომით ხელმძღვანელობს“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში.
