საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს #171-ე საჯარო სკოლის ქიმიის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეწვია და დედის დღე მიულოცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ოთხი შვილის დედას, მზია კვინტრაძეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ გია მამულაშვილთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა.
მზია კვინტრაძემ სასერტიფიკატო გამოცდები 2011 წელს გაიარა. ის პედაგოგიურ საქმიანობას 30 წელია ეწევა.
