NDI-ის კვლევის თანახმად, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 30% „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას ეთანხმება
NDI-ის კვლევის თანახმად, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 30% „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას ეთანხმება
17:04 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 30% კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის  მოსყიდვის ბრალდებით ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეთანხმება.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 21% არ ეთანხმება, 46%-მა არ იცის, ხოლო 4%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 88% არ ეთნხმება, ხოლო 12%-მა არ იცის.


ბეჭდვა