სოფელ ხვითის მაგისტრალურ არხში 20 წლის შემდეგ სარწყავი წყალი კვლავ მოედინება
სოფელ ხვითის მაგისტრალურ არხში  20 წლის შემდეგ სარწყავი წყალი კვლავ მოედინება
15:22 04.06.2020

სოფელ ხვითის სატუმბი სადგური გ1-ის მაგისტრალურ არხში 20 წლის შემდეგ სარწყავი წყალი კვლავ

მოედინება.

 

შპს საქართველოს მელიორაციამ,  თეზი-ოკამის და დოეს-გრაკლის კასპის სერვის ცენტრმა ფართო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. კერძოდ გარემონტდა სატუმბი სადგურის შენობა, დამონტაჟდა  ახალი ტუმბო აგრეგატები, წყალშემკრები ჭები, მილხიდები.

პარალელურად მიმდინარეობს ხვითის სატუმბი სადგური გ2 -ის სარემონტო-წმენდითი სამუშაოები, რომელიც კიდევ მეტი ფართობის გასარწყავების საშუალებას იძლევა. სარწყავი წყლით ისარგებლებს ბოჟამის, ხვითის, ლამისყანის, სამთავისის და ქვემო ჭალის მოსახლეობა.



ბეჭდვა