მერია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს
მერია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს
16:32 07.09.2012
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მოქალაქეებს ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად მგზავრობს, ხოლო მგზავრობის ელექტრონული ბარათით თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თბილისის მერიის ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში ვებ-გვერდზე: www.chemitbilisi.com განთავსდება და თუ ის ხმათა საჭირო რაოდენობას (15 000) მოაგროვებს, თბილისის მერია მას უახლოეს მომავალში განახორციელებს.

ბეჭდვა