აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდა
18:02 02.06.2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაში თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილეები გურამ მისაბიშვილი, დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივები.
ბეჭდვა