"თბილისი მარიოტში" განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს
"თბილისი მარიოტში" განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს
16:49 03.03.2012
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
გამოფენაზე წარმოდგენილია ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები, სასწავლო კურსები და საცხოვრებელი პირობები.
საერთაშორისო გამოფენა 2012, 2 მარტს ბათუმში გაიხსნა და მასში დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა-პანსიონები და ენის სკოლები მონაწილეობენ.
საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მას კომპანია "UK Bridge-სწავლა საზღვარგარეთ" მეორე წელია მასპინძლობს. განათლების გამოფენა ხვალ დაიხურება.

ბეჭდვა