ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 66% საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საქმიანობას
აფასებს როგორც „ძალიან კარგს“.
ამასთან, „ძალიან კარგად“ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 15% -მა შეაფასა, 8% „ძალიან კარგად“ აფასებს თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას, პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას კი - 10%.
კვლევა - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
