ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 746 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 250 ადამიანი რჩება.
