ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა
ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა
11:55 28.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმაგერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა.დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელიგებჰარდროილი.

ნუნუ მიცკევიჩი: „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში. მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა, თქვენ შეძელით ამ წარმატების მიღწევა და მოიპოვეთ შესაძლებლობა, განაგრძოთ სწავლა და გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა მდიდარი აკადემიური ისტორიის მქონე ქვეყანაში.გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“

მინისტრის მოადგილემმადლობა გადაუხადაგერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურის, მეცნიერებისა და კულტურის განვითრების საქმეში.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს. მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობა არსებობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვისსსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების შემუშავების საქმეში კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

2020 წლის სტიპენდიებზე განაცხადი 329 პირმაგააკეთა, მათგან 28 შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, პოსტდოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.

ბეჭდვა