ხვალ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, ონლაინ სადისკუსიო პანელი „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ გაიმართება
ხვალ თსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, ონლაინ სადისკუსიო პანელი „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ გაიმართება
19:39 26.05.2020
ხვალ, 27 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ ო პანელი "პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო" გაიმართება, რომელშიც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პოლონელი რეფორმატორი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMჩG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
სადისკუსიო პანელი 18.00 საათზე დაიწყება.
ბეჭდვა