თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, უგულავამ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა და დელეგაციის სხვა წევრებმა, განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი და ქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
სენატორმა მაკკეინმა განსაკუთრებული ინტერესი თბილისის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოების მიმართ გამოხატა.
