„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს ახალ რეზერვუარს ექსპლუატაციაში გაუშვებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს ახალ რეზერვუარს ექსპლუატაციაში გაუშვებს
19:40 06.09.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ჰელმუტ ვეიდელი და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი ხვალ ლილოს ახლადაშენებული რეზერვუარის წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების პროცესს დაესწრებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, ახალი რეზერვუარი 10 000 კუბური მეტრის მოცულობისაა, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.

ლილოს რეზერვუარი სასმელი წყლის რიგით მეორე ახალი სამარაგო რეზერვუარია, რომელსაც კომპანია უახლოეს დღეებში აამუშავებს.



ბეჭდვა