თბილისის ზოგიერთ ქუჩას შუქი გაეთიშება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას შუქი გაეთიშება
19:37 06.09.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენრგია შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 13:00 საათამდე ვარკეთილის მასივის X კვარტლის ნაწილს, ვარკეთილის მასივის სამხედრო დასახლების X კვარტალს, შუამთის, კალაუბნის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

ელექტროენერგიის მიწოდება 12-დან 17:00 საათამდე ლესელიძის, აფხაზის, ვერცხლის, ყავლაშვილის და ავლევის ქუჩებს შეეზღუდება.

ბეჭდვა