სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური დარღვევების გამო ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური დარღვევების გამო ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
13:08 21.05.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა ბიზნესოპერატორი, რომელიც ავტოფარეხში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს.

სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები - ინდმეწარმე „ზაურ გრიგალაშვილი“ (ფაქტობრივი მისამართი: თევდორე მღვდლის ქ.10) დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ბეჭდვა