კალაძის მოადგილის სამსახურიდან წასვლის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
კალაძის მოადგილის სამსახურიდან წასვლის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
16:21 18.05.2020
"თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა"-ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში"-აცხადებენ მერიაში.
ბეჭდვა