ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ბუგრის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებები ჩაატარა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ბუგრის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებები ჩაატარა
13:47 15.05.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა, ქალაქ ბოლნისში ბუგრის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებები დაიწყო.

სამსახურის თანამშრომლებმა, დაავადების პრევენციის მიზნით, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ვარდები ბუგრის საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლეს.

აპრილი-მაისში ვარდებზე ჩნდება ბუგრები. მავნებელი ანადგურებს ზრდის წერტილს, შემდეგ კი გადადის ღეროსა და კვირტზე. ის თავისი წვრილი ხორთუმით იწოვს წვენს მცენარიდან . მცენარე იღებს უალამაზო შესახედაობას- მისი ფოთოლები წებოვანი გამონაყარით იფარება, ხმება, იგრიხება და ავადდება სოკოთი. კვირტები ვერ ახერხებს გაშლას და მთელი მცენარე იწყებს გახმობას.

ბეჭდვა