კასპში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება
კასპში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება
21:11 14.05.2020
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნუგზარ სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის მუნიციპალიტეტში COVID -19 -ის გამო შეჭირვებული მოქალაქეების საჭიროებებისათვის გაწეული დახმარებებისა და ქველმოქმედებების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის მიერ გადმოცემული საკვები პროდუქტები, კასპში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და მარტოხელა მცირეწლოვანი შვილების დედებს, ასევე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს.

ბეჭდვა