18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება
18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება
11:44 14.05.2020
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან საქართველოში სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რაც უფრო სწორად და ზედმიწევნით დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის", – განაცხადა გახარიამ.
ბეჭდვა