ლენტეხში, სოფელ ნანარის შესასვლელში, კლდე ჩამოიშალა და სასოფლო გზა ჩაკეტა
ლენტეხში, სოფელ ნანარის შესასვლელში, კლდე ჩამოიშალა და სასოფლო გზა ჩაკეტა
11:33 12.05.2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში, ჩამოიშალა კლდე, რომელმაც სრულად ჩაკეტა სოფელთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა, ლოდნარმა აგრეთვე, დააზიანა სოფელ ხოფურის წყალსადენები.

დილიდან დაიწყო გზის გაწმენდისა და წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები.

დღის ბოლოს, სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება აღდგა.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეწყერის ადგილას იმყოფებოდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ გამოწვევებზე გაესაუბრნენ.

ბეჭდვა