საქართველოში COVID-19-ით მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა
14:25 11.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-11 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4769

ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 414 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა