მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ნობათი გადასცეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ნობათი გადასცეს
16:32 09.05.2020
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს.

პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა. ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.​
ბეჭდვა