9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შსს-ს თანამშრომლები გააკონტროლებენ
9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შსს-ს თანამშრომლები გააკონტროლებენ
19:14 08.05.2020
„9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ“ - ამის შესახებ განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლით იკრძალება საქართველოს კანონით - „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა