უწმინდესი დღეს ბოლნისის სიონს მოილოცავს
უწმინდესი დღეს ბოლნისის სიონს მოილოცავს
11:12 06.09.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს ბოლნისის ეპარქიას ეწვევა.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი ეპარქიაში მეუფე ეფრემის მიწვევით მიემგზავრება.

კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის სიონს მოილოცავს და პარაკლისს გადაიხდის, რომლის შემდეგ კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს ესტუმრება. ის კაზრეთის სამების ტაძარს მოილოცავს, სოფელ რატევანის მოსახლეობას შეხვდება და რაჭის უბანს ეწვევა.
უწმინდესის ბოლნისის ეპარქიაში ვიზიტი რამდენიმე საათს გაგრძელდება და ის დედაქალაქში დღესვე დაბრუნდება.

ბეჭდვა