საქართველოში COVID-19-ით მეათე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით მეათე პაციენტი გარდაიცვალა
13:40 08.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეათე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4702 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 459 ადამიანი რჩება.


ბეჭდვა