კორონავირუსით ინფცირებულთა რაოდენობა 623-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 288-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფცირებულთა რაოდენობა 623-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 288-მდე გაიზარდა
10:16 08.05.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4723 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 446 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა